LIVE

აშშ-ში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება

22 იან 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
აშშ-ში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება

ივლისიდან ვაშინგტონი მზადაა, ადგილობრივებისთვის ოფიციალურად გააუქმოს ავტობუსის 2 დოლარიანი ტარიფი. ამ გადაწყვეტილებით ის აშშ-ს იმ ქალაქებს შეურთდება, რომლებიც მეტროსა და სარკინიზო სისტემაში ე.წ. ნულოვანი ტარიფის ამოქმედებაზე მუშაობენ.

ე.წ. ნულოვანი ტარიფი უკვე ამოქმედებულია ბოსტონში, სან-ფრანცისკოსა და დენვერში. მანამდე, 2019 წლის ბოლოს კანზას სიტი, მისური, გახდა აშშ-ს პირველი დიდი ქალაქი, რომელმაც დაამტკიცა უფასო სატრანსპორტო სისტემა.

აღსანიშნავია რომ პროექტ „ნულოვანი ტარიფის“ მხარდამჭერია ქვეყნის სხვადასხვა ბიზნესჯგუფი, ასევე გარემოს დამცველები და დემოკრატი ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანზიტი ადგილობრივი ეკონომიკის ხელშემწყობია. ამასთან, ამცირებს კლიმატის ცვლილებას და მრავალი ინდივიდისთვის ძირითადი აუცილებლობაა. 

კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 43 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რათა D.C. Metrobus ყველა მგზავრისთვის უფასო გახდეს. ამასთან სისტემას ათობით 24-საათიანი ავტობუსის ხაზები კიდევ დაემატოს.

ბევრ ქალაქში, კოროვირუსმა მეტროში და ავტობუსებში მგზავრობა ისტორიულ დაბალ დონემდე მიიყვანა. ძირითადად იმიტომ, რომ ე.წ. თეთრსაყელოიანი მუშები ოფისში გადასვლის ნაცვლად სახლიდან მუშაობდნენ. ეს ფაქტი, ცხადია, მგზავრობის შემოსავალზე პირდაპირ აისახა, სატრანზიტო სააგენტოები კი საკუთარი ბიუჯეტის მუდმივ ვარნდას უყურებდნენ. აქედან გამომდინარე, ტრანსპორტის შესანარჩუნებლად სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები აუცილებელი ფაქტორი გახდა. ყველაფერთან ერთან "ნულოვანი ტარიფი" ადგილობრივი მცოვრებლებისთვის დიდი შეღავათი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ იდეა ძლიერდება, აშშ-ში ე.წ. ნულოვანი ტარიფის ტრანზიტის იდეა ძლიერდება, ის ჯერჯერობით მაინც გამონაკლისად მიიჩნევა.