
ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.
Yeti Airlines-ის ორძრავიანი თვითმფრინავი კატმანდუდან ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, როდესაც დაშვების დროს, აეროპორტიდან კილომეტრ-ნახევარში ჩამოვარდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. რეისით 15 უცხოელი მგზავრობდა. მათ შორის იყვნენ ინდოეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ირლანდიის, რუსეთის და კორეის მოქალაქეები.
სამაშველო ოპერაციებს ნეპალის შეიარაღებული ძალები და პოლიცია ახორციელებს.