LIVE

რომელ ქვეყნებს სტუმრობენ ტურისტები ყველაზე ხშირად

15 იან 202319:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
რომელ ქვეყნებს სტუმრობენ ტურისტები ყველაზე ხშირად

ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია GlobalData-ს თანახმად, საფრანგეთი იბრუნებს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს, რომელიც პანდემიის დროს დროებით დაკარგა. ამის შესახებ Euronews ანალიტიკურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს

"ქვეყანა პოპულარულია არა მხოლოდ ევროპელ მოგზაურებში, განსაკუთრებით ბრიტანელებში, გერმანელებსა და ბელგიელებში, ის ასევე პოპულარულია უფრო შორეულ ქვეყნებში, მათ შორის, ჩინელ და ამერიკელ ვიზიტორებში", - ამბობს GlobalData-ის ანალიტიკოსი ჰანა ფრი. 

GlobalData ვარაუდობს, რომ საფრანგეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 2022-დან 2025 წლამდე წელიწადში 12,1%-ით გაიზრდება. 

კომპანიის თანახმად, საფრანგეთი 2025 წლისთვის დაახლოებით 93,7 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს მიიზიდავს.

GlobalData საფრანგეთის პოპულარობის მიზეზად ასახელებს გამართულ ტრანსპორტს, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს, რომ მარტივად გადაადგილდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საფრანგეთიდან ესტუმრონ ევროპის სხვა დიდ ქალაქებს. 

ახალი საძილე მატარებლები, რომლებიც წელს ამუშავდა, მგზავრებს პარიზიდან ვენაში, ბერლინსა და მილანში გადაიყვანს, 2024 წლიდან სიას ბარსელონაც დაემატება. 

ყველაზე ხშირად მონახულებული ქვეყნების რეიტინგში საფრანგეთს, კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა - ესპანეთი მოსდევს. 

GlobalData-ს თანახმად, 2025 წლისთვის ესპანეთი 89,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს მიიზიდავს. 

GlobalData-ის ანალიტიკოსის განმარტებით, როგორც საფრანგეთს, ასევე, ესპანეთს შეუძლია ტურისტებს შესთავაზოს უნიკალური კულტურა, სამზარეულო და გარემო. ორივე ქვეყანა მრავალფეროვანია და აქვს სანაპირო ზოლი.