LIVE

მოქალაქეები საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

12 იან 202317:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 717
მოქალაქეები საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა გამარტივდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.