LIVE

ძაბვის პრობლემებმა შესაძლოა, მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს - საქართველოს რკინიგზა

12 იან 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ძაბვის პრობლემებმა შესაძლოა, მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს - საქართველოს რკინიგზა

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს მოძრაობის შესაძლო შეფერხებისა და მატარებლების შეყოვნებების შესახებ აფრთხილებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა თბილისშიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანში ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. მძღოლები აცხადებენ, რომ გზებზე არ არის დაყრილი საკმარისი მარილი, მერიაში კი განმარტავენ, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.