
რუსეთში დაფიქსირდა COVID-19-ის "ომიკრონის" შტამის ახალი ქვევარიანტი XBB.1.5, რომელიც "კრაკენის" სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორმა“ დღეს განაცხადა.
უაღრესად გადამდები ქვევარიანტის შემთხვევა პენზის ოლქში აღმოაჩინეს.
"კრაკენი" "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) COVID-19-ის ყველაზე გადამდებ ვარიანტად 4 იანვარს გამოაცხადა. ის პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქტომბერში დააფიქსირეს. მას შემდეგ ქვევარიანტი 30-მდე ქვეყანაში გამოვლინდა.