LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა

10 იან 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 7789
ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.49 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6941 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.12 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8921 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.