LIVE

პრინცი ჰარის წიგნს წლის ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ

07 იან 202314:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1163
პრინცი ჰარის წიგნს წლის ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ
პრინცი ჰარის მემუარებზე წინასწარი შეკვეთები ისეთივე ინტენსიურია, როგორც მიშელ ობამას ბესტსელერზე ფიქსირდებოდა, რომელიც მსოფლიოში 17 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი 2019 წლის რიგით მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიან ავტორად აქცია. სავარაუდოა, რომ პრინცს და მის მემუარებსაც იგივე, ან უკეთესი ბედი ელით. 
 
წიგნთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები უკვე გასაჯაროვდა და დიდი ალბათობით, ჰარის ნაშრომის მიმართ ასეთ განსაკუთრებულ ინტერესს ის განაპირობებს, რომ მასში საუბარია უფროს ძმასთან, პრინც უილიამთან განხეთქილების დეტალებზე. უფრო კონკრეტულად, გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ჰარი წერს, რომ ძმა მას ფიზიკურად დაესხა თავს, ხოლო მის ცოლს, მეგან მარკლს "რთული", "უხეში" და "უტაქტო" უწოდა. ასევე ვრცელდება ცნობები იმაზეც, რომ წიგნში ჰარი აღწერს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას და ნარკოტიკებთან კავშირს ადრეულ წლებში.
 
როგორც ჩანს, მკითხველს ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებს იმის გათვალისწინებით, რომ პარასკევ საღამოსთვის, პრინცი ჰარის წიგნი სახელწოდებით Spare ყველაზე გაყიდვადი გამოცემა იყო აშშ-ში წიგნების უმსხვილესი მაღაზიათა ქსელის, Barnes & Noble-ის ვებ-გვერდზე. წიგნი ასევე რეიტინგების სათავეშია ბრიტანულ და ამერიკულ Amazon.com-ზეც. ბრიტანეთში უმსხვილესი წიგნების მაღაზიათა ქსელი Waterstones აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ტემპის გათვალისწინებით, პრინცი ჰარის წიგნი წლის ბესტსელერი გახდება.
 
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალური წევრის მიერ დაწერილი მემუარების გაყიდვა მაღაზიებში 10 იანვრიდან დაიწყება.