ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 2022 წელს, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალურმა კომპანიებმა 275 695 ლარის კომპენსაცია გასცეს.
მარეგულირებლის განცხადებით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გასულ წელს ყველაზე დიდი თანხა, ჯამში 127 840 ლარი, იმ კომპანიებმა გადაიხადეს, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში ოპერირებენ.
კომპენსაციები სექტორების მიხედვით:
- ელექტროენერგეტიკა - 127 840 ლარი;
- წყალმომარაგება - 79 660 ლარი;
- ბუნებრივი გაზი - 68 195 ლარი.