LIVE

ჩინეთში კოვიდაფეთქების მიზეზი არსებული შტამებია - გლობალური კონსორციუმი

25 დეკ 202216:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
ჩინეთში კოვიდაფეთქების მიზეზი არსებული შტამებია - გლობალური კონსორციუმი

გლობალური კონსორციუმის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთში Covid-19-ის აფეთქება გამოწვეულია ვირუსის არსებული შტამებით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული. მათი შეფასებით, ქვეყანაში ახალი, მუტირებული ვარიანტების ნიშნები არ ფიქსირდება. 

ჩინეთის ხელისუფლებამ GISAID-ს პეკინიდან და სხვა რეგიონებიდან 25 ახალი გენეტიკური ნიმუში მიაწოდა.

„ამ ეტაპზე ახალი, სერიოზული ვარიანტის გავრცელების მტკიცებულება არ არსებობს“, - ამბობს GISAID-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ბოგნერი. 

Bloomberg-ის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩინეთში Covid-19-ით სავარაუდოდ, დღეში საშუალოდ 37 მილიონი ადამიანი ინფიცირდებოდა. მონაცემებმა გამოიწვია სპეციალისტების შეშფოთება. მათი შეფასებით, ვირუსის გავრცელების ასეთმა მასშტაბმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი ვარიანტების განვითარებას, რომლებიც შეიძლება, მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.  

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია Covid-19 შემთხვევების ყოველდღიურ მონაცემებს აღარ გამოაქვეყნებს. კომისიას პოლიტიკის ცვლილების მიზეზი არ განუმარტავს.

ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თანახმად, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში, ინფექცია, სავარაუდოდ, მოსახლეობის თითქმის 18%-ს ანუ დაახლოებით 248 მილიონ ადამიანს შეხვდა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოები პაციენტებით გადატვირთულია, ასევე, კრემატორიუმების დატვირთვა მათ შესაძლებლობებს აღემატება.