Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის აქციებს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აღარ გაყიდის.
Twitter Spaces-ში საუბრისას მილიარდერმა აღნიშნა, რომ 2023 წელს ეკონომიკა "სერიოზულ რეცესიაში" იქნება და ძვირადღირებულ საგნებზე მოთხოვნა შემცირდება.
"აქციებს არ გავყიდი. არ ვიცი რამდენი ხნით. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მომავალ წელს ასე იქნება და, სავარაუდოდ, მის მომდევნო წელსაც", - თქვა მასკმა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა ამჯერად Tesla-ს $3,6 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. საერთო ჯამში, მილიარდერმა წელს Tesla-ს $40 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა, რაც ინვესტორების იმედგაცრუებას და კომპანიის აქციების ფასის ვარდნას იწვევს.
ეს არის კომპანიის აქციების მე-2 უდიდესი გაყიდვა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მასკმა Twitter-ის $44 მილიარდად საყიდლად Tesla-ს აქციები გაყიდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აქციების გაყიდვა შესაძლოა, ახლაც იმავე გარიგებას უკავშირდებოდეს.