აშშ-ის მარეგულირებელი დოკუმენტაციის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვიდან რამდენიმე დღეში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის $3,95 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, პარასკევიდან სამშაბათამდე მასკმა კომპანიის 19,5 მილიონი აქცია გაყიდა. გაყიდვის მიზანი ცნობილი არ არის.
Reuters-ის გამოთვლით, აქციების უახლესი გაყიდვით მასკს Tesla-ში დაახლოებით 14%-იანი წილი რჩება.
Tesla-ს აქციების გაყიდვის შესახებ მასკის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ბიზნესმენი Twitter-ის გარიგების დასაფინანსებლად Tesla-ს დამატებით აქციებს გაყიდდა.
მას შემდეგ, რაც მასკმა აპრილში Twitter-ის ყიდვის შესახებ განაცხადა, Tesla-მ საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა და მისი ქონება $70 მილიარდით შემცირდა, მიუხედავად ამისა, ის მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება $179 მილიარდს შეადგენს.