LIVE

ისრაელში შექმნილი მფრინავი მანქანა ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდება

24 დეკ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 989
ისრაელში შექმნილი მფრინავი მანქანა ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდება

ისრაელში წარმოებულმა მფრინავმა ელექტრომობილმა, რომელიც სპეციალურად შექმნილია მანქანებით გადატვირთულ ქუჩებზე მოკლე მოგზაურობისთვის, პირველი უპილოტო ფრენა შეასრულა. 

წინასწარი პროგნოზებით, ახალი უპილოტო ელექტრომობილი ბაზარზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი შემუშავებულია ისრაელის ახალი სტარტაპის, AIR-ის მიერ და ელექტრომობილს შეუძლია 100 მილის მანძილზე ერთდროულად ორი ადამიანის გადაყვანა. 

კომპანია AIR და მისი მრავალი კონკურენტი მთელს მსოფლიოში დღეს ფსონებს დებენ, რომ მსგავსი სახის მოგზაურობა საბოლოოდ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. როგორც AIR-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი რანი პლაუტი ამბობს, ამ მიზნის მიღწევისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

"ეს არის მთავარი ეტაპი. დღეს ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე და ვუახლოვდებით ჩვენი ოცნების ახდენას, რომ AIR ONE-მა მასობრივი წარმოება დაიწყოს", - აღნიშნა რანი პლაუტიმ.

რანი პლაუტი იმედოვნებს, რომ ახალი თვითმფრინავი ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოვა. რაც შეეხება ფასებს, წინასწარი შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავის საბაზისო ფასი $150 000 იქნება. 

უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა გასავლელი, სანამ ადამიანები მსგავსი პატარა მფრინავი მანქანებით შეძლებენ ქალაქებში გადაადგილებას, მათ შორის სამუშაოა ამ პროექტის რეგულირებისა და ზოგადად ტექნოლოგიის კომერციალიზაციის საკითხზეც.