LIVE

ევროპული გაზის ფასი, ივნისის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

22 დეკ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
ევროპული გაზის ფასი, ივნისის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Liesa Johannssen/Bloomberg

ევროპული გაზის ფასი, 14 ივნისის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. გაზის ფიუჩერსების ფასი 7.5%-ით შემცირდა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, მეგავატ-საათზე 100 ევროს ჩამოსცდა. 

ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ფასმა მეგავატ/საათზე 97.75 ევრო შეადგინა. მისი ბრიტანული ეკვივალენტი 7.9%-ით დაეცა. 7%-ით შემცირდა გერმანიაში ელექტროენერგიის ფასებიც, რაც ასევე, ივნისის შემდეგ, ყველაზე დაბალი ნიშნულია.

გაზის ფასის ვარდნა LNG-ის თითქმის რეკორდულ იმპორტს და ჩვეულებრივზე მეტად შევსებულ მარაგებს უკავშირდება. 

გარდა ამისა, კონტინენტის დიდ ნაწილზე ტემპერატურა ჯერჯერობით ზომიერია. თხევადი გაზის გაზრდილ იმპორტთან ერთად, გაზრდილია ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, რის გამოც, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შემცირებულია. 

Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ამჟამად ევროპის გაზის მარაგი დაახლოებით 83%-ით არის შევსებული, რაც ხუთი წლის განმავლობაში, სეზონურ საშუალო მაჩვენებელზე მეტია.  

მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რუსული გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე. შეზღუდვა 15 თებერვლიდან ამოქმედდება. გაზის ფასის ჭერი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს.