LIVE

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს პარლამენტი 2023 წლის დასაწყისში შეაფასებს

14 დეკ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 815
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს პარლამენტი 2023 წლის დასაწყისში შეაფასებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს პარლამენტი მომავალი წლის დასაწყისში შეაფასებს. 

როგორც ნინო წილოსანმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მიწების აქტიური პრივატიზაცია უნდა დაიწყოს. 

"განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების პროცესზე. სისტემური რეგისტრაცია მოგვცემს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის დაზუსტებულ მონაცემებს. ჩვენ, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტი, აქტიურად ვადევნებთ თვალს რეფორმას, 6 თვეში რთულია შეფასება, ვგეგმავთ მომავალი წლის დასაწყისში დეტალურად მიმოვიხილოთ, როგორ მიდის პროცესი, როგორაა ჩართული მოსახლეობა და სამინისტრო. გამოვავლენთ ყველა მიღწევასა და შემაფერხებელ ბარიერებს", - განაცხადა ნინო წილოსანი. 

მიწების სისტემური რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წელს დაიწყო. მთავრობის გეგმით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა მიწა.