LIVE

Apple-ი Iphone-ზე ალტერნატიული Appstore-ის დაშვებას გეგმავს

14 დეკ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
Apple-ი Iphone-ზე ალტერნატიული Appstore-ის დაშვებას გეგმავს

Apple მომავალი წლისთვის ევროკავშირში iPhone-სა და iPad-ზე ალტერნატიული app store-ის დაშვებისთვის ემზადება. ამ მოთხოვნას მას ევროპული კანონმდებლობა უყენებს.  

სიახლემ შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას Apple-ის სერვისების სწრაფად მზარდ ბიზნესს, მაგრამ იქამდე კონკურენტებს მოუწევთ, Iphone-ის მომხმარებლები დაარწმუნონ, რომ ტექნოგიგანტის უსაფრთხო და მარტივი აპლიკაცია დატოვონ. 

მოსალოდნელი შედეგის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს ამერიკული კომპანია ევროპული კანონმდებლობის დამატებით მანდატებს, რომელიც ციფრული ბაზრების აქტის (DMA) სახელითაა ცნობილი.  

ტექნოლოგიურ კომპანიებს, Microsoft-ს, Meta Platform-ს, Amazon.com-ს და ა.შ., რომლებსაც app store აქვთ, შეუძლიათ ცვლილებით ისარგებლონ და გაყიდვები გაზარდონ.   

Apple-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, Meta-მ, Amazon-მა და Microsoft-მა კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს, მაგრამ აპლიკაციების შემქმნელთა კოალიციამ განაცხადა, რომ Apple-მა სრულად უნდა დააკმაყოფილოს DMA-ს მოთხოვნები, იმისათვის, რომ კომპანიებს შორის რეალური კონკურენცია შედგეს.  

საბოლოოდ, ცვლილების შემდეგ, Apple-ის მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ, რომ აპლიკაციები App Store-ის გამოყენების გარეშე ჩამოტვირთონ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, Apple დაემორჩილება თუ არა კანონის ისეთ დებულებებს, როგორიცაა ალტერნატიული გადახდის სისტემების დაშვება.