LIVE

CityPay.io: საქართველოში კრიპტომფლობელების რაოდენობა 200 ათასს ასცდა

17 დეკ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
CityPay.io: საქართველოში კრიპტომფლობელების რაოდენობა 200 ათასს ასცდა

საქართველოში კრიპტომფლობელების რაოდენობა 200 ათასს აღემატება,- ამის შესახებ CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა ბექა ქემერტელიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, კრიპტომფლობელების რიცხვი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია.  

„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კრიპტომფლობელების რაოდენობა 200 ათასს ასცდა, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2021 წელს 100 000 ადამიანამდე იყო. წლიურად ასეთი ზრდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ეს გამოწვევაცაა, როგორც სექტორის მოთამაშეებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ბექა ქემერტელიძემ.  

CityPay.io-ს თანადამფუძნებლის განმარტებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ბევრი რუსი და უკრაინელი შემოვიდა, რომლებიც დღესაც კრიპტოვალუტით იხდიან.

„ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან და რუსეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, რომლებიც იმ მომენტში მხოლოდ კრიპტოვალუტას ფლობდნენ. თავიანთ ბანკებზე წვდომა არ ჰქონდათ და ამასთან, ქართულ ბანკებში ანგარიშებს ვერ ხსნიდნენ. ეს ადამიანები დღესაც კრიპტოთი იხდიან და კრიპტოს ხარჯავენ საქართველოში.

გლობალურად რომ შევხედოთ, გადამხდელების 30% ტურისტი და საერთაშორისო მოგზაურია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოგადამხდელების დიდი წილი მაღალშემოსავლიან სეგმენტზე მოდის“, - აღნიშნა ბექა ქემერტელიძემ.  

მისი ინფორმაციით, CityPay.io-ს ყოველდღიურად მიმართავენ ახალი ბიზნესები, რომ მათი დახმარებით მომხმარებლებს კრიპტოვალუტით გადახდის სერვისი შესთავაზონ.