LIVE

ტურიზმის სტატისტიკაში კვლავ რუსეთი ლიდერობს - ნოემბერში 108 247 ვიზიტორი შემოვიდა

06 დეკ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
ტურიზმის სტატისტიკაში კვლავ რუსეთი ლიდერობს - ნოემბერში 108 247 ვიზიტორი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 362%-ითაა გაზრდილი და უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს.

TOP 10 ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:

  • რუსეთი - 108 247 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 362.1%);
  • თურქეთი - 101 940 ვიზიტორი (ზრდა 212.9%);
  • სომხეთი - 71 785 ვიზიტორი (ზრდა 272.1%);
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 25 932 ვიზიტორი (ზრდა 71.6%);
  • ისრაელი - 15 386 ვიზიტორი (ზრდა 27.9%);
  • უკრაინა - 13 631 ვიზიტორი (ზრდა 56.7%);
  • აზერბაიჯანი - 12 419 ვიზიტორი (ზრდა 54%);
  • ბელარუსი -  6 675 ვიზიტორი (ზრდა 142.9%);
  • ირანი - 6 508 ვიზიტორი (ზრდა 121%);
  • ყაზახეთი - 6 253 ვიზიტორი (ზრდა 21.5%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში 299 605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.

ეროვნული ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად