LIVE

წელს საქართველო 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურმა მოინახულა

06 დეკ 202210:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 747
წელს საქართველო 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურმა მოინახულა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 4 862 247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. წლიური ზრდა 185.5%-ია. პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 55.9% აღდგა.  

ამასთან, საქართველოში, 11 თვეში 3 348 333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 133.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 70.2% აღდგენილია.

რაც შეეხება მხოლოდ ნოემბრის მონაცემებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, გასულ თვეში, საქართველოში 471 165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით 160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.

ნოემბერში წლიურად 97.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ჯამში 299 605 შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4%-ია აღდგენილი.

უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციას იკავებს. 

აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.

ეროვნული ბანკის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად