LIVE

თურქეთში ინფლაცია წელს პირველად შენელდა და 84.4%-მდე შემცირდა

05 დეკ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
თურქეთში ინფლაცია წელს პირველად შენელდა და 84.4%-მდე შემცირდა

2021 წლის მაისის შემდეგ, თურქეთში ინფლაცია, წელს პირველად შენელდა. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში წლიური ინფლაცია წინა თვის 85.5%-დან 84.39%-მდე შემცირდა. 

ეს მაჩვენებელი ჩამორჩება Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზს - 84.8%-ს. 

ამასთან, ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით 2.9% შეადგინა. 

ინფლაციის შენელება თურქული ლირის ორთვიანი სტაბილურობით და გასული წლის ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის სტატისტიკური ეფექტით აიხსნება. 

შენელების მიუხედავად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 20-წლიან მაქსიმუმზეა. ეკონომიკური თეორიის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ინფლაციის ზრდასთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. უჩვეულო ეკონომიკური ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ, მისი რეიტინგი შემცირდა.

ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს.