LIVE

TAV: ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა

05 დეკ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 117
TAV: ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა

“ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა

კერძოდ, ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.