LIVE

გვენეტაძე: წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

30 ნოე 202214:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
გვენეტაძე: წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის.

მისი განმარტებით, წლის ბოლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მინიმუმ არსებულ, 11%-ზე შენარჩუნდება.

„დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ წელს დარჩენილ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მონეტარული პოლიტიკა შემცირდეს. როგორც მინიმუმ, ის 11%-ზე დარჩება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მონეტარულ პოლიტიკა იქნება მკაცრი, სანამ მარეგულირებელი არ დაინახავ, რომ ინფლაციური მოლოდინები მცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 26 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სებ-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10.6% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.