LIVE

კალაძის აზრით, ხალხი რომ დაინახავს, საზ. ტრანსპორტი კომფორტულია, მანქანას ნაკლებად გამოიყენებს

29 ნოე 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
კალაძის აზრით, ხალხი რომ დაინახავს, საზ. ტრანსპორტი კომფორტულია, მანქანას ნაკლებად გამოიყენებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ნაკლებად გამოიყენებენ კერძო ავტომობილებს, როდესაც დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტულია.

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ქალაქში საცობების პრობლემის ფონზე, რას გეგმავს მერია და ელის თუ არა, რომ მოქალაქეები ავტომობილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე გადავლენ, კალაძე ამბობს, რომ ავტომობილების აქტიური გამოყენების მიზეზი გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდა და რეფორმის ფარგლებში, ეს ტენდენცია შეიცვლება.

„წლების განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობა გვქონდა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ძალიან შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და ამას რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ადამიანებს ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო გაუბედურებული, ძირგამომპალი, გამონაბოლქვი, დისკომფორტი, სიბინძურე, არ იყო გაგრილება-გათბობა. შესაბამისად, ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ საკუთარი ავტომობილი შეიძინოს. მას შემდეგ, რაც რეფორმის განხორციელება დაიწყო, წესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩვენ ამ ქალაქში მცხოვრებლებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დავანახებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე კომფორტულია, ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტი ადამიანი მგზავრობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ გადაადგილდებოდეს კერძო ავტომობილით“,- განმარტავს კალაძე.