ფარმაცევტული კომპანია PSP პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ღარიბაშვილს თურქული მედიკამენტების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.
"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება",- აღნიშნულია PSP-ს განცხადებაში.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყვათ და ეუბნებიან, რომ თურქული წამლები უხარისხოა.