LIVE

ღარიბაშვილი: PSP-ში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყვათ, რეაგირება მკაცრი იქნება

28 ნოე 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
ღარიბაშვილი: PSP-ში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყვათ, რეაგირება მკაცრი იქნება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებლები შეცდომაში შეჰყვათ და ეუბნებიან, რომ თურქული წამლები უხარისხოა. 

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ფაქტებზე რეაგირება მკაცრი იქნება. 

„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომ როდესაც PSP-ს აფთიაქებში შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს, გამყიდველი ეუბნება: რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა?! ესაა მტრობა. ამას რეაგირება სჭირდება, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოჰყვება",- განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ თურქეთის ბაზრის გახსნით, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 200 მილიონ ლარს დაზოგავს.