LIVE

მესამე დღეა ჩინეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები პიკს აღწევს

26 ნოე 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 394
მესამე დღეა ჩინეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები პიკს აღწევს

ჩინეთში COVID-19-ის გავრცელება მზარდია. 25 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 35 183 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც  3 474 სიმპტომური, ხოლო 31 709 ასიმპტომურია.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის თანახმად, ზედიზედ მესამე დღეა ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. ერთი დღით ადრე, ანუ 24 ნოემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 32 943 იყო (3 103 სიმპტომური, 29 840 ასიმპტომური).

ჩინეთის მეგა ქალაქები აგრძელებენ ზომების გატარებას პანდემიის გავრცელების შესაკავებლად. ახალი შემთხვევების უმეტესობა ჩონგინგსა და გუანჯოუზე მოდის. ჩონგიგნში, სადაც 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პარასკევს 7 721 ინფიცირება გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. გუანჯოუში კი, სადაც თითქმის 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 7 419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დედაქალაქ პეკინში ახალი ადგილობრივი შემთხვევები პარასკევს 58%-ით, 2 595-მდე გაიზარდა. COVID-ის აფეთქება ჩინეთის თითქმის ყველა პროვინციაშია.