LIVE

„მზიურის“ პარკის ტერიტორია ფართოვდება

24 ნოე 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
„მზიურის“ პარკის ტერიტორია ფართოვდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის“ პარკი ფართოვდება. კალაძის განმარტებით, დაახლოებით 18 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა, კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა.

„2 წლის წინ განახლდა „მზიურის“ პარკი, რომელიც ახალგაზრდებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი ადგილია, თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო.

ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს ამ სივრცესთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც „მზიურის“ პარკით სარგებლობს - მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ეს საკითხი მთავრობაზე უკვე გავიტანეთ. გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 2 ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება „მზიურის“ პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელიც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.