LIVE

უცხოეთში ვიზიტები 3.3-ჯერ გაიზარდა - საქართველოდან ძირითადად თურქეთსა და რუსეთში მიდიან

24 ნოე 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 803
უცხოეთში ვიზიტები 3.3-ჯერ გაიზარდა - საქართველოდან ძირითადად თურქეთსა და რუსეთში მიდიან

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა რეზიდენტი მოგზაურების 693 400 გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531 800 შეადგინა. მონაცემები 3.3-ჯერ აღემატება 2021 წლის III კვარტლის მაჩვენებელს. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (314 500) და რუსეთის ფედერაციაში (79 400) განხორციელდა.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287 700 ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში ვიზიტების უმეტესობის (43.7%) მიზანი საყიდლები იყო.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 6.3 იყო. ვიზიტების 95.7% განმეორებითი ხასიათისაა. 

2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მლნ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014 ლარი შეადგინა.