
თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარე ჭოროხზე ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი გაიხსნა. მედიის თანახმად, ის მსოფლიოში სიდიდით მე-5 წყალსაცავია.
იუსუფელის რაიონში მასშტაბური ობიექტის გახსნას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ იუსუფელის ჰიდროელექტროსადგურის მიერ წარმოებული წლიური ენერგია 1900 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენს და თურქეთის ეკონომიკას წელიწადში 5 მილიარდ ლირას ($270 000 მილიონი) მოუტანს.
მისივე თქმით, ობიექტი ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს წელიწად-ნახევრის განმავლობაში დააკმაყოფილებს. კაშხალი ასევე უზრუნველყოფს მდინარე ჭოროხზე მდებარე ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურატლის კაშხლების მუშაობის ეფექტურობას.
წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია.