LIVE

WHO მაიმუნის ყვავილისთვის სახელის შეცვლას გეგმავს

23 ნოე 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 455
WHO მაიმუნის ყვავილისთვის სახელის შეცვლას გეგმავს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) "მაიმუნის ყვავილის" (monkeypox) სახელის გადარქმევას და მისთვის MPOX-ის დარქმევას გეგმავს. სიახლის მიზანია დაავადების სახელი არ უკავშირდებოდეს ცხოველის დასახელებას, რაც მის სტიგმატიზაციას იწვევს. საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

მოსალოდნელია, რომ WHO საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, აშშ-ის მოთხოვნის საპასუხოდ, მიიღებს. 

მაიმუნის ყვავილი, რომელიც პირველად 50 წელზე მეტი ხნის წინ დაფიქსირდა და ტრადიციულად აფრიკის რეგიონებს არ სცდებოდა, გაზაფხულზე ევროპის და ამერიკის კონტინენტზე არაერთ ქვეყანაში გამოჩნდა. 

WHO-მ ჯანდაცვის სფეროში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი 23 ივლისს გამოაცხადა

საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.