LIVE

Gazprom-ი ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებით იმუქრება

22 ნოე 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 454
Gazprom-ი ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებით იმუქრება

Gazprom აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან, შესაძლოა, უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება შეამციროს.

რუსული კომპანიის მიერ Telegram-ზე გავრცელებული განაცხადებით, მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზის ნაწილი - 52,52 მილიონი კუბური მეტრი, უკრაინაშია შეჩერებული.

თუ გაგზავნილი ბუნებრივი აირი დანიშნულების ადგილამდე არ მივა, Gazprom უკრაინის გავლით, გაზის მიწოდების შემცირებას 28 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებს. კომპანია ამჟამად დღეში დაახლოებით 43 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აგზავნის. 

სიახლის შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2%-ით გაიზარდა. 

რუსული სახელმწიფო კომპანიის განცხადება ევროპაში გათბობის სეზონის დაწყებას ემთხვევა. მოვაჭრეები და ქვეყნების ლიდერები დამოკიდებულები არიან უკრაინის მარშრუტზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ეს ერთადერთი მარშრუტია, რითაც დასავლეთი რუსულ გაზს იღებს.