LIVE

"პეისერა საქართველოს" დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილია

21 ნოე 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
"პეისერა საქართველოს" დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილია

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში პირველ ციფრულ ბანკზე, "პეისერა საქართველოზე" საქმიანობის ლიცენზია გასცა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილია. ფინანსური დირექტორის თანამდებობას გიორგი ჩრდილელი, ხოლო რისკების დირექტორის თანამდებობას ირაკლი თოიძე იკავებენ.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგნაირად კომპლექტდება:

  • თავმჯდომარე/წევრი: ლაშა კახიშვილი
  • თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი თევდორაშვილი
  • წევრი: გიორგი მიროტაძე
  • წევრი: ნინო მეფარიშვილი

"პეისერა საქართველო" მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა და ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, საქართველოში მე-15 კომერციული ბანკია. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, სს „პეისერა საქართველოს“ ფილიალები და სერვის ცენტრები საქართველოს ტერიტორიაზე არ ექნება. ის 4 თვე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.