LIVE

ოქტომბერში შვეიცარიიდან ექსპორტზე $2.4 მილიარდის საათი გავიდა

20 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 320
ოქტომბერში შვეიცარიიდან ექსპორტზე $2.4 მილიარდის საათი გავიდა

ოქტომბერში შვეიცარიული საათების ექსპორტის ზრდა შენელდა, რაც ჩინეთის მხრიდან მაღალი დონის საათებზე მოთხოვნის კლებამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში შვეიცარიული საათების გადაზიდვები გაიზარდა 6,7%-ით და $2,4 მილიარდი შეადგინა. საერთო ჯამში, საათების ინდუსტრიის ფედერაციის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ 10 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შვეიცარიული საათების ექსპორტი 12%-ით გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამერიკაა, რომელსაც ჩინეთი და ჰონგ-კონგი მოსდევს.

ზოგადად, ძვირადღირებულ საათებზე მოთხოვნა რეკორდულ დონემდე გაიზარდა მას შემდეგ, პანდემიის დროს სახლში ყოფნისას, უფრო მეტმა მომხმარებელმა აღმოაჩინა ისეთი შვეიცარიული ბრენდები როგორიცაა Rolex, Omega, Patek Philippe. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ყველა სახის საკოლექციო ნივთების ბაზრები აჩვენებს გაძლიერების ტრენდს