
Estee Lauder-ის მიერ Tom Ford-ის $2.8 მილიარდად ყიდვის შემდეგ, დიზაინერი ტომ ფორდი მილიარდერთა კლუბს შეუერთდა.
ამ გარიგებით, 61 წლის ტომ ფორდი გადასახადების გამოკლებით, $1.1 მილიარდზე მეტს მიიღებს. საკითხში გარკვეული ადამიანების თქმით, გარდა იმისა, რომ ფორდი კომპანიის წილების უდიდესი ნაწილის, თითქმის 64%-ის მესაკუთრე იყო, ის ფლობდა კოსმეტიკური საშუალებების, სუნამოებისა და სათვალეების ლიცენზიებს.
"ამ გარიგებით ბედნიერი ვერ ვიქნებოდი Estee Lauder-ის კომპანიები ბრენდისთვის იდეალური თავშესაფარი რომ არ იყოს. მჯერა, რომ ბრენდი გააგრძელებს არსებობას, როგორც ძვირადღირებული კომპანია, რომელიც ცდილობს შექმნას მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელი და სათვალე", - აცხადებს ფორდი.
გარიგება, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში, მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცების შემდეგ, დასრულდება. ფორდი 2023 წლის ბოლომდე ტომ ფორდი ბრენდის კრეატიულ დირექტორად რჩება.
დიზაინერმა ბრენდი 2005 წელს, Gucci-ის კრეატიული დირექტორობიდან გადადგომის შემდეგ დააარსა.