LIVE

Amazon-მა ვირტუალური კლინიკა შექმნა

18 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
Amazon-მა ვირტუალური კლინიკა შექმნა

Amazon.com-მა ვირტუალური კლინიკა შექმნა. მომხმარებლებს ჯანდაცვის პროვაიდერებთან ონლაინ დაკავშირება და კონსულტაციის მიღება შეუძლიათ. 

Amazon-ი ჯანდაცვის სფეროში გაფართოებას წლებია ცდილობს. 2018 წელს მან იყიდა ონლაინ აფთიაქი PillPack და მოგვიანებით შექმნა Amazon Pharmacy, რომელიც მომხმარებლებს რეცეპტით გაცემული წამლების ყიდვის საშუალებას აძლევს. 

Amazon-ის განცხადებით, ონლაინ კლინიკის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 32 შტატში. სერვისი არ მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას და ფასი პროვაიდერების მიხედვით განსხვავდება.

ონლაინ საცალო ვაჭრობამ პირველად ვირტუალური ზრუნვის სერვისი 2019 წელს გამოცადა. მაშინ სერვისი ხელმისაწვდომი მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებისთვის იყო.  

კომპანია ამჟამად აწარმოებს $3,49 მილიარდიან გარიგებას One Medical-ის შესაძენად. ეს Amazon-ს საშუალებას მისცემს, რომ ვირტუალური ჯანდაცვის მიმართულება გააფართოოს და ექიმების რიცხვი გაზარდოს.