LIVE

NASA-ს ისტორიული მისია Artemis I შედგა - რაკეტა მთვარეზე გაეშვა

16 ნოე 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
NASA-ს ისტორიული მისია Artemis I შედგა - რაკეტა მთვარეზე გაეშვა

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ფლორიდიდან მთვარეზე 100-მეტრიანი რაკეტა გაუშვა. 

მისია, სახელწოდებით Artemis I, არის საწყისი ნაბიჯი NASA-ს ამბიციური გეგმიდან, რათა 2025 წელს პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი მთვარის ზედაპირზე გააგზავნოს. მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემას შეუძლია გაგზავნოს კაფსული სახელად Orion მთვარის ორბიტაზე ეკიპაჟის გარეშე.

გაშვებისთვის მზადება უკვე ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. ის თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2017 წლის დასაწყისში, მაგრამ განვითარება დიდი ხნით შეფერხდა და პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა. 

NASA-ს Artemis I-ის გაშვება აგვისტოს ბოლოს სურდა, მაგრამ ის ტექნიკური ხარვეზების გამო შეფერხდა. სექტემბერში მის გაშვებას ხელი ჯერ საწვავის გაჟონვამ, შემდეგ კი ამინდმა შეუშალა.  

მისია მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ ადამიანებს შეუძლიათ მთვარეზე უფრო ხანგრძლივი და მდგრადი მოგზაურობა. ის ასევე შეაფასებს, რამდენად შესაძლებელია მთვარეზე და მის გარშემო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გადარჩნენ სხვა პლანეტურ სხეულზე.