LIVE

NASA-მ Artemis-ის გაშვება მეორედ გააუქმა

03 სექ 202219:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 591
NASA-მ Artemis-ის გაშვება მეორედ გააუქმა
NASA

NASA-მ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გააუქმა Artemis-ის გაშვება. დაფიქსირდა წყალბადის გაჟონვა ძრავის ღრუში, რამაც NASA-ს ინჟინრებს ხელი შეუშალა რაკეტაში თხევადი წყალბადის სრულად ჩატვირთვაში. პრობლემა უნდა მოგვარდეს მანამ, სანამ Artemis-ის მისია აფრინდება.

გაჟონვა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საკითხიდან, რის გამოც კოსმოსურმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო 29 აგვისტოს მცდელობა.

მისია, სახელწოდებით Artemis I, არის საწყისი ნაბიჯი NASA-ს ამბიციური გეგმიდან, რათა გამაგზავნოს პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი მთვარის ზედაპირზე 2025 წელს. მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემას შეუძლია გაგზავნოს კაფსულა სახელად Orion მთვარის ორბიტაზე ეკიპაჟის გარეშე, სანამ NASA თავს კომფორტულად იგრძნობს ბორტზე ასტრონავტების განთავსებით.

გაშვებისთვის მზადება უკვე ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. ის თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2017 წლის დასაწყისში, მაგრამ განვითარება დიდი ხნით შეფერხდა და პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა. Planetary Society-ის შეფასებით, რაკეტის შემუშავების ღირებულება საწყისი $7 მილიარდიდან დაახლოებით $23 მილიარდამდე გაიზარდა.

დროთა განმავლობაში, შემოწმებებმა გამოავლინა პრობლემები მთავარ კონტრაქტორებთან, ასევე სატესტო და კონსტრუქციული ჩავარდნები. NASA უარყოფდა განვითარების სირთულეებს, როცა თავდაპირველი გაშვების თარიღი მოახლოვდა. 

მისია მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ ადამიანებს შეუძლიათ მთვარეზე უფრო ხანგრძლივი და მდგრადი მოგზაურობა. ის ასევე შეაფასებს, რამდენად შესაძლებელია მთვარეზე და მის გარშემო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გადარჩნენ სხვა პლანეტურ სხეულზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორენ გრუში