LIVE

ოლივერ ვარჰეი: გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას

15 ნოე 202215:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 534
ოლივერ ვარჰეი: გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ საქართველო თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობას გეგმავს.

"რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს LNG ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფართოოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა",- განაცხადა ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაზსაცავის ნაცვლად თხევადი გაზის ტერმინალის შესაძლო მშენებლობის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" თემურ გოჩიტაშვილმა სექტემბერში განუცხადა. ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი ამბობდა, რომ იგეგმებოდა კვლევა, იმის დასადგენად, რა ტიპის ენერგოობიექტის აშენება იქნება მიზანშეწონილი.

მთავრობამ გაზსაცავის პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს წარადგინა. თუმცა მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა. ამასთან, 2020 წელს გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხიდან 120 მლნ პანდემიის საჭიროებებზე გადამისამართდა.