LIVE

ნიკოტინი არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი

14 ნოე 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 42279
ნიკოტინი არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი

ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო და იწვევს დამოკიდებულებას. თუმცა, ის არ არის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი.

ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა და ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეწევიან ადამიანები (სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორიც არის გემო და რიტუალი). ნიკოტინს გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რისკებიც. თუმცა, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი, სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა და არა - ნიკოტინი.

ზიანის მიყენების პროცესში, მწეველები ხშირად არასწორად აფასებენ ნიკოტინის როლს. სწორედ ამიტომ, თავს იკავებენ თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებისგან (მათ შორის ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები და ნიკოტინის შემცველი პეროლარული პროდუქტები) .

ნიკოტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, რომელიც მცენარეებში გვხვდება. ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თამბაქოს ფოთოლში არსებობს, თუმცა მცირე რაოდენობით მისი აღმოჩენა ბადრიჯანში, კარტოფილსა და პომიდორშიც არის შესაძლებელი.

ნიკოტინი თამბაქოს ფოთოლში თავისთავად არსებობს. მას გააჩნია ფარამკოლოგიური ეფექტი, რომელიც გულისცემის და სისხლის წნევის მომატებას იწვევს.

ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება უნდა შეიზღუდოს გარკვეული ჯგუფის ადამიანების მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნებს არ ჰქონდეთ წვდომა თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოქმნიან ნიკოტინს - ნივთიერებას, რომელიც არ არის ურისკო და იწვევს დამოკიდებულებას. 

ზრდასრული მწეველებისთვის თამბაქოს უკვამლო პროდუქტებისადმი ხელმისაწვდომობა ზრდის იმის ალბათობას, რომ ისინი სრულად გადავლენ მასზე და შეწყვეტენ სიგარეტის მოწევას. თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ წარმოადგენს მოწევაზე თავის დანებების საშუალებას. ისინი განკუთვნილია იმ ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას.

პარტნიორის მიერ მომზადებული მასალა