LIVE

მდიდარი რუსები გრენადას პასპორტის მიღებას ცდილობენ

20 ნოე 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
მდიდარი რუსები გრენადას პასპორტის მიღებას ცდილობენ

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულმა სამხედრო მობილიზაციამ გამოიწვია რუსების მიგრაცია ისეთ ახლომდებარე ქვეყნებში, სადაც მათ ვიზები არ სჭირდებათ. Bloomberg წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა. 

გამოცემის თანახმად, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი მდიდარი რუსებისთვის უვიზოდ გადაადგილების ალტერნატივა კარიბის ზღვის კუნძულოვანი ქვეყანა გრენადაა.  

ქვეყანაში მოქმედი საინვესტიციო პროგრამა, მინიმუმ $150,000-ანი ინვესტიციის განმახორციელებლებს სთავაზობს გრენადას პასპორტ, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი მიმართულებით უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებებს შორისაა ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შენგენის ზონა. 

ის კარიბის ზღვის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინვესტორული ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს აშშ-ს არასაიმიგრაციო ვიზებისთვის მიმართონ. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გრენადამ, კარიბის ზღვის სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს საინვესტიციო პროგრამაში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა ივნისში გადაწყვეტილება შეცვალადომინიკა, ანტიგუა და ბარბუდა იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუსებისთვის დაწესებული აკრძალვა ძალაში რჩება.  

გრენადას ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აკრძალვის გაუქმების შემდეგ, ინვესტორების სავიზო განაცხადებზე მიმართვები 4-ჯერ გაიზარდა და 200-ს მიაღწია.