
უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი დღეს კიდევ 1%-ით შემცირდა და $18,400 შეადგინა. ტოკენის ღირებულება გუშინ 10%-ით დაეცა, რაც აგვისტოს შემდეგ, დღიური გაუფასურების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
კიდევ უფრო მეტად - 18%-ით გაუფასურდა მეორე უმსხვილესი ტოკენი - ეთერიუმი, თუმცა ბაზრის ყურადღება დღეს FTT-ზეა გადატანილი.
FTX-ის ტოკენზე მკვეთრად უარყოფითად აისახა Binance-ის მიერ FTX-ის ყიდვის გეგმა. FTT-ის ღირებულება გუშინ 72%-ით, დღეს კი 22%-ით დაეცა და ორწლიან მინიმუმამდე - $4,25-მდე ჩამოვიდა.
კრიპტობირჟის ვარდნა შეეხო Binance-ის ტოკენსაც, რომლის საბაზრო ღირებულება ახლა $52 მილიარდს შეადგენს. გუშინდელთან შედარებით ტოკენის ფასი 6%-ით დაეცა.
ტრეიდერებისთვის მოულოდნელი იყო Binance-ის მიერ FTX-ის არაამერიკული ერთეულის შესაძენის შეთანხმებაზე ხელმოწერა. უმსხვილეს კრიპტო ბირჟებს შორის გარიგება მოჰყვა ერთკვირიან სპეკულაციას FTX-ის ფინანსური სიჯანსაღის შესახებ, რამაც ბაზარზე პანიკა გამოიწვია. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის ბირჟაზე "ლიკვიდურობის კრიზისის" დაძლევის სურვილით ახსნა.