LIVE

Binance კონკურენტ FTX-ს ყიდულობს

09 ნოე 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 518
Binance კონკურენტ FTX-ს ყიდულობს

მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობს, რათა კრიპტოვალუტის ბირჟაზე "ლიკვიდურობის კრიზისი" დაძლიოს. ამის შესახებ Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა.

"დღეს შუადღისას FTX-მა დახმარება გვთხოვა. სახეზეა ლიკვიდურობის მნიშვნელოვანი შეფერხება. მომხმარებლების დასაცავად, ხელი მოვაწერეთ არასავალდებულო განზრახვის წერილს, იმისათვის, რომ სრულად შევიძინოთ FTX.com და დავეხმაროთ ლიკვიდურობის კრიზისის დაძლევას",- წერს ჟაო Twitter-ში და აღნიშნავს, რომ Binance-ს აქვს უფლება, რომ გარიგება ნებისმიერ დროს დატოვოს. 

FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ჟაომ კვირას განაცხადა, რომ "დაუზუსტებელი განცხადებების" გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. 

FTX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბანკმენ-ფრიდმა თქვა, რომ გუნდები მუშაობენ ამჟამინდელი თანხის ამოღებაზე და ყველა აქტივი დაფარული იქნება 1:1 პროპორციით.

Binance $1-ტრილიონიანი კრიპტო ინდუსტრიის უმსხვილესი კრიპტობირჟაა. მის წინააღმდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ფულის გათეთრების წესების შესაძლო დარღვევის გამო, გამოძიებას აწარმოებს.