LIVE

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $97-მდე შემცირდა

07 ნოე 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $97-მდე შემცირდა

დღეს ნავთობის ფასი ბარელზე $1-ზე მეტად დაეცა მას შემდეგ, რაც ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობ იმპორტიორის მხრიდან საწვავზე მოთხოვნა არ აღდგება.

ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები $1,20-ით, ანუ 1,2%-ით დაეცა და ბარელზე $97,37 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი ბარელზე $91,24-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ის  $1,37-ით ანუ 1,5%-ით დაეცა.

"ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რადგან ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ ნულოვანი კოვიდის პოლიტიკას მაშინ, როცა ჩინეთში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი შემზღუდავი ზომა და ნავთობზე მოთხოვნის პერსპექტივა ბუნდოვანი გახადოს", - ამბობს CMC Markets-ის ანალიტიკოსმა ტინა ტენგმა.

მისივე თქმით, ნავთობის ფასებზე ასევე აისახება აშშ დოლარის გამყარება. 

ბოლო ერთ კვირაში ბრენტისა და WTI-ს ფიუჩერსების ფასი 2.9%-ით და 5.4%-ით გაიზარდა. შაბათს ბრენტის ფასმა $99-ს მიაღწია