LIVE

ნავთობის ფასი ბარელზე $99-მდე გაიზარდა

05 ნოე 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
ნავთობის ფასი ბარელზე $99-მდე გაიზარდა

პარასკევს ნავთობი 5%-ით გაძვირდა, რაც ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მომავალ ზრდასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უკავშირდება. ამას ემატება ევროკავშირის მოახლოებული აკრძალვა რუსულ ნავთობზე და ჩინეთში ზოგიერთი COVID შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქების გავლენაც.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები $98.57-მდე გაიზარდა ბარელზე, ფასი კვირის განმავლობაში 2.9%-ითაა მომატებული.

ბოლო ერთ კვირაში 4.7%-ით გაძვირდა და ბარელზე $92.61-მდე გაიზარდა აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნედლი ნავთობის ფიუჩერსები.

ბაზარს პრობლემას უქმნის მოთხოვნასთან დაკავშირებული შეშფოთება რეცესიის მზარდი რისკების ფონზე. ამასთან, ბაზარზე ნარჩუნდება მიწოდების რისკები. ევროპის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგო, რომელიც მომავალ თვეში უნდა ამოქმედდეს და აშშ-ში ნედლი ნავთობის შემცირებული მარაგი მიწოდებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას აღრმავებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე უკვე შეთანხმდნენ.