LIVE

G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ

04 ნოე 202210:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ

შვიდი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის ბოლოს რუსული ნავთობისთვის ფასის ზედა ზღვარს განსაზღვრავენ და ის ფიქსირებული იქნება. შესაბამისად, ის ნავთობის ცვალებად ფასზე დამოკიდებული არ იქნება. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, საწყისი ფასი არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილი უახლოეს კვირებში გახდება. კოალიციის პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ რეგულარულად გადახედავენ ფიქსირებულ ფასს. ის შეიძლება საჭიროებისამებრ შეიცვალოს. 

ფიქსირებული ფასის ნაკლად სწორედ რეგულარული განხილვა და დამატებითი შეხვედრები სახელდება. 

წყარო ასევე ამბობს, რომ შეთანხმებული მოდელი გაზრდის ბაზრის სტაბილურობას. 

G7-ს ამ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვე დასჭირდა. იდეის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე გონივრული აზრი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიყიდის ქვეყნებს, რომლებიც ფასის ლიმიტს დააწესებენ.