LIVE

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა $96-ს გადააჭარბა

04 ნოე 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა $96-ს გადააჭარბა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები დღეს დილით ვაჭრობაში 1.9%-ით, ანუ $1.84-ით გაიზარდა და $96,51 შეადგინა.  

აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფიუჩერსები $1,94-ით, ანუ 2,2%-ით, ბარელზე $90,11-მდე გაძვირდა. 

ნავთობის ფასის ზრდა უკავშირდება დოლარის გაუფასურებას. გაუფასურებული დოლარი ავტომატურად ზრდის ნავთობზე მოთხოვნას, რადგან ეს საქონელს უფრო იაფს ხდის მათთვის, ვინც მას სხვა ვალუტით ყიდულობს.  

ამასთან, ბაზარზე ნარჩუნდება მიწოდების რისკები. ევროპის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგო, რომელიც მომავალ თვეში უნდა ამოქმედდეს და აშშ-ში ნედლი ნავთობის შემცირებული მარაგი მიწოდებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას აღრმავებს. 

OPEC+-ის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებამ მოკლევადიან პერიოდში ბაზრის გარკვეული სტაბილურობა გამოიწვია. თუმცა, ეს, სავარაუდოდ, შეიცვლება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდება.