
Dogecoin-ის ფასი ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 6 ცენტიდან თითქმის 15 ცენტამდე გაიზარდა.
კრიპტოვალუტის ზრდის მიზეზი ტოკენის მხარდამჭერის, ილონ მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვაა. მილიარდერმა გუშინ განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნება. ანალიტიკოსების თქმით, ამ ფონზე, ტრეიდერები ტოკენის პლატფორმაში ინტეგრირებას ელიან.
მასკმა დღეს საკუთარ გვერდზე შიბა ინუს ფოტო გამოაქვეყნა. Twitter-ის მაისური, რომელიც ძაღლს აცვია, ინვესტორებისთვის ტოკენის ფასის კიდევ უფრო ზრდის მიმანიშნებელია.
— Elon Musk (@elonmusk) November 1, 2022
CoinGecko-ს თანახმად, Dogecoin, რომელიც 2013 წელს თავდაპირველად ხუმრობით შეიქმნა, ახლა მერვე უმსხვილესი ტოკენია მას შემდეგ, რაც მისმა საბაზრო ღირებულებამ $20 მილიარდი შეადგინა.
დღეს ბიტკოინის ფასი $20,600-მდე გაიზარდა, ეთერიუმმა კი $1,600-ს მიაღწია.
ანალიტიკოსები მყიდველებს აფრთხილებენ, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ფრთხილად უნდა მიიღონ, რადგან კრიპტოსექტორმა, რომლის კაპიტალიზაციამ 2021 წლის ნოემბერში პიკს მიაღწია, ახლა მასშტაბური დანაკარგიდან ღირებულების აღდგენას ცდილობს.