TAV Georgia მთავრობას თბილისის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ე.წ Masterplan-ს მიმდინარე წლის დეკემბერში წარუდგენს.
როგორც "ბიზნეს ფორმულას" თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განუცხადა, Masterplan-ის ფარგლებში, მომავალი წლიდან აეროპორტის გაფართოება, ახალი სივრცეების შექმნა, სტენდების გახსნა და არსებული ინფრასტრუქტურის გარემონტება იგეგმება.
ამასთან, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადების სრულ აღდგენას მომავალი წლისთვის პროგნოზირებს, წლევანდელი მოლოდინით კი, თბილისის აეროპორტი ჯამურად 2.8 მლნ მგზავრს მოემსახურება.
"მომავალი წლიდან იგეგმება როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტების გაფართოება, თბილისის განვითარების გეგმას წლის ბოლომდე წარვუდგენთ მთავრობას, ხოლო ბათუმის გეგმას 2023 წლის ბოლოს. ამასთან ველით, რომ მომავალ წელს თბილისის აეროპორტი ჯამურად დაახლოებით 3.3 მლნ მგზავრს მოემსახურება,"- აცხადებს თეა ზაქარაძე.
TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელმა დირექტორმა, გუჩლუ ბატკინმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მძიმე პერიოდი უკან დარჩა და პანდემიამდელ ნიშნულის ნელ-ნელა უბრუნდებიან.
"ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ კარგი ისაა რომ დაბრუნდა დრო, როცა ადამიანები კვლავ იწყებენ მოგზაურობას, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ახლოს ვართ 2019 წლის ნიშნულთან",- TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელი დირექტორი.
ე.წ. MasterPlan-ი აეროპორტის განვითარების გეგმას მოიცავს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. პროექტს კი TAV Georgia ახორციელებს, რომლის ღირებულებაც, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, $500 000-ს გადააჭარბებს.