LIVE

Alef - მფრინავი მანქანის სტარტაპი გლობალურ ბაზარზე მალე გამოჩნდება

15 ოქტ 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
Alef - მფრინავი მანქანის სტარტაპი გლობალურ ბაზარზე მალე გამოჩნდება

გლობალურ ბაზარზე სულ მალე ახალი სტარტაპი, Alef Aeronautics Inc. გამოჩნდება. ესა მფრინავი მანქანა, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია და სატესტო რეჟიმიც გავლილია. პროექტის მხარდამჭერი ვენჩურული კაპიტალისტი ტიმ დრეიპერია.

​ახალი სტარტაპის პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს, კალიფორნიაში დაიწყო, საბოლოო სახით უკვე თვის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სხვა საპილოტე პროექტებისგან განსხვავებით, Alef ორიენტირებულია ისეთი მფრინავი ავტომობილის შემუშავებაზე, რომელიც უფრო ჰგავს მანქანას, ვიდრე პატარა ვერტმფრენს. როგორც თავად პროექტის ავტორები ამბობენ, მთავარი მიზანია "ნამდვილი მანქანის" შექმნა. 

ცნობილია ისიც, რომ Alef-ის დიზაინი (ექსტერიერი) შეიმუშავა Bugatti-ს ყოფილმა დიზაინერმა ჰირაშ რაზაგიმ. რაც შეეხება საჰაერო ტაქსის სხვა კომპანიებს, ისინი ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზე არიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შონ ოკეინი