LIVE

ADB-მ საქართველოს პირველ ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციებში $4 მილიონი ჩადო

13 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 493
ADB-მ საქართველოს პირველ ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციებში $4 მილიონი ჩადო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში. 

როგორც ADB-ში აცხადებენ, ინვესტიცია კომპანიის მუშაობას დაეხმარება და დამატებით კაპიტალს შესძენს GRPO-ს დამფუძნებელ სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, განახლებადი ენერგო ბიზნესის ხელშესაწყობად.  

ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს, რაც თავის მხრივ არის საქართველოში პირველი ადგილობრივად განთავსებული მწვანე ობლიგაცია და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული უმსხვილესი ობლიგაცია. ADB ასევე ადმინისტრირებას გაუწევს აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდის (LEAP) მიერ გამოყოფილ $4 მილიონიან რესურსს. 

“ეს ინვესტიცია კიდევ ერთია ჩვენი, როგორც საქართველოს მწვანე ობლიგაციებში ინვესტორი წამყვანი ორგანიზაციის ანგარიშზე და ცხადყოფს ADB-ის ამ და სხვა სასესხო ინსტრუმენტებით წევრი ქვეყნების კლიმატის მიზნების მიღწევაში დახმარების შესაძლებლობას“,- განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციები დეპარტამენტის ინვესტიციების უფროსმა სპეციალისტმა დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.

GRPO-ს მფლობელია GRPC ჯგუფი, რომელიც სს „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებას წარმოადგენს. სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იანი წლის მფლობელია საზოგადოებრივი სააქციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. GRPO-ს პორტფელში შედის ხუთი განახლებადი ენერგიის პროექტი, მათ შორის ოთხი ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოცულობით 50.4 მეგავატი, და საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური.